დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

მარიონეტი ასლან ბჟანია დონბასელ სეპარატისტებს სამხედრო-ჰუმანიტარულ დახმარებას ჰპირდება

ასლან ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფატქო მთავრობა დონბასელ სეპარატისტებს სამხედრო დახმარებას ჰპირდება. ამის შესახებ, მარიონეტმა პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ თქვა.

"თუ საჭირო იქნება, აფხაზეთის რესპუბლიკა მზადაა დონბასს სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს".- ამბობს ბჟანია. 

ბჟანიას თქმით, აფხაზეთი სინანულით აცხადებს, რომ ოფიციალური კიევი მკაფიდ გამოხატავს თავის პორზიციას და უარს ამბობს კონფლიქტის მოსაგვარებლად მოლაპარაკებები გამართოს.

"დასავლელი კურატორების მიერ წახალისებული უკრაინა მიზანმიმართულად მიდის პროვოკაციის შექმნისკენ, რომელმაც რეგიონის უდაფრთხოებას, შეიძლება, საფრთხე შეუქმნას".- ამბობს ბჟანია. 

ასევე, ოკუპირებულ აფხაზეთში " ერთიანი შტაბი დონბასის დასახმარებლად", სადაც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაა გაერთიანებული. 


დონბასში დაძაბულობის ფონზე, რუსეთი და ბელარუსი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს აგრძელებენ. 10 თებერვალს დაწყებული წვრთნები 20 თებერვალს უნდა დასრულებულიყო. წვრთნების გაგრძელების ოფიციალური მიზეზი უკრაინაში, დონბასში მდგომარეობის გამწვავებაა.

ბელარუსში რუსეთის ჯარების ნაწილების განლაგებამ შექმნა საფრთხე, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთი თავდასხმას რამდენიმე მიმართულებიდან დაიწყებდა. დასავლური სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით, შეჭრას გეგმავს არა მხოლოდ აღმოსავლეთიდან, დონბასის გავლით, არამედ ჩრდილოეთიდან, ბელარუსიდან და გეგმავს კიევის ალყაში მოქცევას.

აშშ-ს მთავრობის ბოლო შეფასებებით უკრაინის საზღვრებს გარშემო, რუსეთის და ბელარუსი ტერიტორიაზე და ასევე უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში მთლიანობაში 169 000-190 000 რუსი სამხედროა განლაგებული.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება. 18 თებერვალსვე უკრაინის ოკუპირებულ ტერიორიებზე დონეცკსა და ლუგანსკში  მარიონეტმა ლიდერებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს და მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრებისკენ მოუწოდეს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ოკუპირებულ დონეცკში რუსული სპეცსამსახურები რამდენიმე სამოქალაქო ობიექტის აფეთქებასა და ამაში უკრაინის დადანაშაულებას აპირებენ.

დონეცკის მარიონეტი ლიდერის ბრალდებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები თავს იყრიან ოკუპირებული დონბასის შემოგარენში და მზად არიან თავდასხმისთვის. აქამდე, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლეკსი რეზნიკოვმა მიმართა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხს და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები თავდასხმას არ აპირებენ.

დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები 18 თებერვალსაც გაგრძელდა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ.

კომენტარები