ევროკავშირის გაფართოება

POLITICO: უნგრეთი უკრაინისა და მოლდოვას EU-ში გაწევრიანების პროცესს აფერხებს

პეტერ მადიარი
Denes Erdos/AP Photo/picture alliance

გამოცემა POLITICO ორ დიპლომატზე დაყრდნობით იუწყება, რომ უნგრეთმა გადადო მნიშვნელოვანი პროცედურული ნაბიჯი, რომელიც საჭიროა უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადების წინსვლისთვის.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთმა წინააღმდეგობა გაუწია ევროპის საბჭოსა და კომისიისთვის ბლოკის 27 წევრის სახელით წერილის გაგზავნას, რომელშიც ევროკავშირის ქვეყნების ერთობლივი პოზიცია იქნებოდა გაწერილი. დიპლომატების თქმით, უნგრეთი ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელიც წინააღმდეგობას უწევდა ამ ნაბიჯს, რომელიც 27-ვე წევრის ერთსულოვან თანხმობას მოითხოვს.

ცნობისთვის, 15 ივნისს ევროკავშირმა უკრაინასთან და მოლდოვასთან ბლოკში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პირველი კლასტერი გახსნა.

უნგრეთმა ამ ნაბიჯს წინააღმდეგობა არ გაუწია, თუმცა, უნგრეთის პრემიერმინისტრი, პეტერ მადაირი არ ემხრობა დებულებას, რომ ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანება "რაც შეიძლება მალე" უნდა მოხდეს.

 
 

კომენტარები