ავტოსაგზაო შემთხვევა

მთაწმინდაზე მანქანა 13 წლის მოზარდს დაეჯახა, ის ადგილზე გარდაიცვალა – IPN

Tabula

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, მთაწმინდაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 13 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. მოზარდი, რომელსაც მანქანა დაეჯახა, ადგილზე გარდაიცვალა. მედიის ცნობითვე, მოზარდი სკუტერით გადაადგილდებოდა, როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ტაბულა მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებას ცდილობს. დამატებით ინფორმაციას მათი პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

კომენტარები