პოლიტიკური კრიზისი

იონათამიშვილი: აქამდე ოპოზიცია ერთ ფანჩატურში ეტეოდა, ახლა ერთი ქოლგის ქვეშაც შეუძლიათ

მეტამორფოზის ჭრილში რომ შევხედოთ, თუ ოპოზიცია აქამდე ერთ ფანჩატურში ეტეოდა, ახლა ერთი ქოლგის ქვეშაც შეუძლიათ, დაეტიონ, იმდენად დეგრადირება განიცადა ოპოზიციის ამ ნაწილმა და იმდენად დაცოტავდა და დაპატარავდა.

სინამდვილეში ეს არის გამოხატულება იმ ძალიან დიდი და ღრმა კრიზისისა, რომელიც აქვს ნაციონალურ მოძრაობას და სხვა იმ პარტიებს, რა არის ძალიან დამსახურებული, დამსახურებული იმ მიდგომების, უპასუხისმგებლობისა და უპრინციპობის ირგვლივ გაერთიანების გამო, რასაც ისინი კადრულობდნენ და ფუთავდნენ, რომ სინამდვილეში თურმე რაღაც ერთობა იყო, ამ დროს იყო მხოლოდ ლტოლვა იმისა, რომ ძალაუფლება გადაენაწილებინათ და არა პასუხისმგებლობა, პასუხისმგებლობის გადანაწილების უნარი მათ არც ადრე გააჩნდათ და არც ახლა, ასე რომ, კი ბატონი, იყვნენ და საბოლოო ჯამში, ნემსის ყუნწის ქვეშ გაერთიანებაზე იქნებიან ალბათ თანახმა, იმდენად კიდევ უფრო მეტად დაპატარავდებიან და კიდევ უფრო მცირე გახდება მათი რაოდენობა ქართულ პოლიტიკაში

ქართული ოცნების დეპუტატი რატი იონათამიშვილი TV იმედის ეთერში გიგი უგულავას ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციური პარტიების ქოლგა პარტია უნდა გახდეს.

კომენტარები