პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია უგულავაზე: იდეას, რომელიც არ ემყარება ღირებულებებს, სერიოზულად არ განვიხილავთ

პოლიტიკური გაერთიანება უნდა ემყარებოდეს ღირებულებებსა და შეხედულებებს. ნებსმიერი სხვა ტიპის გაერთიანება ან თვითონ არის წარუმატებლობისთვის განწირული ან ქვეყანას მოუტანს წარუმატებლობასა და კატარსტროფას, ამის მაგალითია ქართული ოცნება, ამიტომ ამ იდეას სერიოზულად არც კი განვიხილავთ ევროპულ საქართველოში.

თქვა ევროპული საქართველოს თავჯდომარემ გიგა ბოკერიამ. პოლიტიკოსი გიგი უგულავა ინიციატივით გამოდის, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციური პარტიების ქოლგა პარტია გახდეს. უგულავა ამბობს, რომ ეს ენმ-ს უფრო მეტ ამომრჩევლისა და აქტიური მოქალაქის მხარდაჭერას მოუტანს.

კომენტარები