პოლიტიკური კრიზისი

ზურაბიშვილი თანხმობაზე: ქალებს სხვა ხედვა აქვთ – ჩვენს ტრადიციაშია მანდილი, კრავაი ჯაყელი

[თანხმობის] პროცესში გარკვეული როლი ექნებათ ქალებს. ვიღაცამ უკვე თქვა, რომ გენდერული ნიშნით ყოფსო საზოგადოებას. არავის არ ვყოფ არავისგან, მაგრამ ფაქტია, რომ ქალებს შესაძლებელია ჰქონდეთ, და მათთან შეხვედრების დროს ესეც ვიგრძენი, ცოტა სხვა ხედვა. ჯერ ერთი ჩვენს ტრადიციაში, მანდილიდან დაწყებული, კრავაი ჯაყელით გაგრძელებული და ასე შემდეგ. რეალურად, ქალების ეს როლი არ იქნა გამოყენებული ამ ძალიან დაძაბული პოლიტიკური კრიზისის პერიოდში, დეპოლარიზაციისთვის არ იქნა გამოყენებული. ეს არის მიმართულება, რომელიც მსოფლიოშიცაა. 

თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას ე.წ ეროვნული თანხმობის პროცესზე საუბრისას.

კომენტარები