კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 28 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 9 696 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 20.28%-ია

VERGE

COVID-19-ით კიდევ 28 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 47 803 ტესტი და დადასტურდა 9 696 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 5 408 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 20.28%-ია, ბოლო 14 დღის – 12.56%, ხოლო 7 დღის – 15.66%.

ინფიცირების 9 696 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 5 646, აჭარა – 1 136, იმერეთი – 1 074, ქვემო ქართლი – 386, შიდა ქართლი – 311, გურია – 182, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 362, კახეთი – 287, მცხეთა-მთიანეთი – 140, სამცხე-ჯავახეთი – 160, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12.

 ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 74 683 საიდანაც 4 557 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 1 981 – COVID-სასტუმროში, ხოლო 68 145 – ბინაზე.

მძიმე პაციენტია 999 პირი, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 281 ადამიანი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1 051 445 შემთხვევა დადასტურდა, მათგან გარდაიცვალა 14 701 და გამოჯანმრთელდა 962 035 ადამიანი.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე პასპორტების სისტემა.

კომენტარები