ევროპარლამენტი

ევროპარლამენტის პრეზიდენტად მალტელი პოლიტიკოსი, რობერტა მეცოლა აირჩიეს

ევროპარლამენტის პრეზიდენტად მალტელი პოლიტიკოსი, რობერტა მეცოლა აირჩიეს. მის კანდიდატურას მხარი 458-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა. მეტსოლა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ევროპარლამენტის პირველი ქალი პრეზიდენტი იქნება. 

რობერტ მეტსოლა მალტის ნაციონალისტური პარტიისა და ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ფრაქციის წევრია. მეტსოლა ევროპარლამენტის წევრი 2013 წელს გახდა. 2020 წლის ნოემბრიდან ის ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.

აღსანიშნავია, რომ არჩევნების ჩატარება ევროპარლამენტის წინა პრეზიდენტის, დავიდ სასოლის გარდაცვალებას არ უკავშირდება, რადგან სასოლის უფლებამოსილების ვადა იანვრის ბოლოს ეწურებოდა. არჩევნები კი მის გარდაცვალებამდე დაიგეგმა.

კომენტარები