2022 წელს გარდაცვლილები

ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავიდ სასოლი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

დავიდ სასოლი
EPA

ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავიდ სასოლი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მისმა პრესსპიკერმა გაავრცელა.

სასოლი ორი კვირის განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას მძიმედ აფასებდნენ. საავადმყოფოში ის დეკემბერში იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული გართულებების გამო გადაიყვანეს.

სასოლის შემცვლელის ასარჩევად არჩევნები მის გარდაცვალებამდე დაიგეგმა. არჩევნები იანვარში გაიმართება.

დავიდ სასოლი ევროპარლამენტის პრეზიდენტი 2019 წლის ივლისში გახდა. სასოლი მემარცხენე ცენტრისტული გაერთიანების, სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის წევრი იყო.

კომენტარები