ევროპარლამენტი

რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

The Dispatch

ევროპელი ხალხის პარტიის (EPP) წევრი, რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

კენჭისყრაში ახლად დაკომპლექტებული ევროპარლამენტის 720 წევრიდან 623 მონაწილეობდა, რომელთაგან მეცოლას 562-მა დაუჭირა მხარი. 

მეცოლას გარდა, პრეზიდენტობის კანდიდატი ესპანეთის თანასწორობის ყოფილი მინისტრი, მემარცხენეების ირენ მონტერო იყო, რომელმაც 61 ხმა მიიღო. 

EPP-ის წევრი პოლიტიკოსი პირველად ევროპარლამენტის პრეზიდენტის თანამდებობაზე 2022 წლის იანვარში აირჩიეს.

მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტის მოვალეობას კიდევ 2.5 წელი შეასრულებს. 

კომენტარები