ტექნიკური უნივერსიტეტი

ღარიბაშვილი: ტექნიკური უნივერსიტეტი უმაღლესი დონის პროფესიონალთა მომზადებაში ლიდერია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩვენი ქვეყნის მდიდარი საგანმანათლებლო ტრადიციების ნიადაგზე აღმოცენდა და საინჟინრო განათლების სფეროში პირველი, ხოლო ზოგადად – ერთ-ერთი უძველესი სასწავლო დაწესებულებაა არა მხოლოდ ამიერკავკასიაში, არამედ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებშიც. დაარსებიდან მალევე უნივერსიტეტი გადაიქცა საინჟინრო კადრების უდიდეს და შეიძლება ითქვას, მთავარ სამჭედლოდ, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულდებდა ქართული მეცნიერებისა და მთელი რეგიონის ეკონომიკის განვითარებაში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღიდან დაარსებისა, ამ უნივერსიტეტის სახელთანაა დაკავშირებული აღმშენებლობის ყველა პროცესი საქართველოში.

ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება. უნივერსიტეტი უმაღლესი დონის პროფესიონალთა მომზადებისა და ტექნიკური მეცნიერებების განვითარების მხრივ რეგიონში აღიარებულ ლიდერად რჩება. იგი ამზადებს მაღალი კვალიფიკაციის ინჟინერ-მშენებლებს, რკინიგზელებს, სამთო დარგის სპეციალისტებს და გეოლოგებს, არიქიტექტორებს, ენერგეტიკოსებს, ქიმიკოსებს, კავშირგაბმულობის სპეციალისტებს. დღეს ამ უნივერსიტეტში საინჟინრო და ტექნოლოგიურ სპეციალობებს 20 000-ზე მეტი სტუდენტი ეუფლება.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. პატრიარქმა ტექნიკური უნივერსიტეტი წმინდა გიორგის ოქროს ორდენით დააჯილდოვა.

კომენტარები