საქართველოს საპატრიარქო

პატრიარქმა ტექნიკური უნივერსიტეტი წმინდა გიორგის ოქროს ორდენით დააჯილდოვა

ტექნიკური უნივერსიტეტი
1TV

საქართველოს კატალიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ ტექნიკური უნივერსიტეტი წმინდა გიორგის ოქროს ორდენით დააჯილდოვა. 

ილია მეორის ბრძანებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. 

"განათლებისა და მეცნიერების განვითარებასა და ქვეყნის აღორძინებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისათვის და დაარსებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მიენიჭოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო - წმინდა გიორგის ოქროს ორდენი".- აღნიშნულია ბრძანებაში. 

 

კომენტარები