ტექნიკური უნივერსიტეტი

პრეზიდენტმა ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია გახსნა

 საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში სასწავლო, სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორია გახსნა.  აღნიშნულ  ლაბორატორიაში 80-ზე მეტი დასახელების დანადგარი და აპარატურაა განთავსებული და მასში 30-მდე ლაბორატორიული სამუშაოს განხორციელებაა შესაძლებელი -  საშენი მასალების, მასალათა გამძლეობისა და სამშენებლო კონსტრუქციების სასწავლო პროგრამების ფარგლებშია. ლაბორატორიას როგორც პრაქტიკული დანიშნულების, ასევე კვლევითი ხასიათის სამუშაოების შესრულების პოტენციალი გააჩნია. პრეზიდენტმა უახლესი ტექნიკით აღჭურვილი კომპიუტერული ცენტრიც დაათვალიერა, რომელიც 300 სტუდენტზეა გათვლილი. 





კომენტარები