პოლიტიკური კრიზისი

ხაბეიშვილი: ვადამდელის მისაღწევად ვემზადებით მასშტაბური სახალხო გამოსვლებისთვის

პარტიის მთავარი გადაწყვეტილება, რომელიც მათ შორის იქნა გუშინ მიღებული პოლიტსაბჭოზე არის ის, რომ იქნება მათ შორის რეგიონში შეხვედრები და მობილიზება კონკრეტული თარიღისთვის, და ამასობაში რა თქმა უნდა, აქციები ყველა ქალაქსა თუ რეგიონში, იმიტომ რომ ელექტროენერგიის ფასი  გაძვირდა, იმიტომ რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასი გაორმაგდა თბილისში, იმიტომ რომ საწვავი 3 ლარი ღირს და ძვირდება ყველაფერი, მათ შორის მედიკამენტები და პროდუქტები. ამიტომ, რა თქმა უნდა, გვექნება გეგმებთან დაკავშირებით საუბარი, გამოსვლის შემდეგ მე შეიძლება უფრო კონკრეტული ვიყო ამ მიმართულებით, მარტივი მიზეზით, ჩვენ ვემზადებით მასშტაბური სახალხო გამოსვლებისთვის ჩვენ ქვეყანაში რომ მივაღწიოთ, რიგგარეშე ვადამდელ არჩევნებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილი, რუსთავის ციხეში, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად მივიდა. 

კომენტარები