ქართული მარშის წევრი და ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენელი, ბექა ვარდოსანიძე ამბობს, რომ სასამართლომ მას 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
"ვიყავი საქალაქო სასამართლოში და მოვისმინე განაჩენი მოსამართლისგან, რომელმაც წაიკითხა ტექსტი, რა თქმა უნდა და ჩამთვალეს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად. დამაკისრეს 2 000-ლარიანი ჯარიმა. [...] სახელმწიფომ, როგორც ჩანს, ჩათვალა, რომ მუშტები ჩემთან ათამაშოს". - ამბობს ბექა ვარდოსანიძე.
ადვოკატის ცნობით, ვარდოსანიძე 31 დეკემბერს პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო დააკავეს. წინა დღეს, 30 დეკემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა, ქეთი თუთბერიძემ ბექა ვარდოსანიძეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ბრალდებით უჩივლა.