ბექა ვარდოსანიძე

ბექა ვარდოსანიძის მამა: ჩემი შვილი უდანაშაულოა, მისი გაჩუმება უნდათ

ჩემი შვილი არაფერში არ არის დამნაშავე, ამაში დარწმუნებული ვარ [...] არაფერი ჩაუდენია. უნდათ, რომ ბექა გააჩუმონ. ის პატიოსანი, პატრიოტი ბიჭია. დანარჩენს გამოძიება გვაჩვენებს, რა იქნება [...] ეს საქმე ვიღაცამ შეუთხზა, შეუკერა. 

უთხრა ბექა ვარდოსანიძის მამამ ჟურნალისტებს. 

კონტრტერორისტულმა ცენტრმა პუტინისტური, ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრის, ბექა ვარდოსანიძის საცხოვრებელ ბინასა და ავტოფარეხში სპეცოპერაცია ჩაატარა და ვარდოსანიძე გამოსაკითხად სუს-ში გადაიყვანა. სპეცოპერაცია ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე სსკ-ის 331-ე მუხლით გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.

კომენტარები