ბექა ვარდოსანიძე

ადვოკატი: ბექა ვარდოსანიძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს

ადვოკა თემურ ლომიძის ინფორმაციით, ქართული მარშის წევრი და ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენელი, ბექა ვარდოსანიძე დააკავეს. ლომიძის თქმით, ვარდოსანიძე პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო დააკავეს.

"პოლიციაში შესვლისას მოგვიწია ცოტა ხნით ლოდინი. ვერ წარმოვიდგენდით, რომ ასე განვითარდებოდა სიტუაცია. ჩვენ გვეგონა, რომ მისული ვიყავით ჟურნალისტის მიერ განცხადების შეტანის საფუძველზე. მერე როგორც აღმოჩნდა, როგორც პოლიციის უფროსმა განმიმარტა, ბექას დაკავება მოხდა პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, რაც არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და ითვალისწინებს ფულად ჯარიმას, ან 15-დღიან პატიმრობას". – თქვა ადვოკატმა თემურ ლომიძემ.

30 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა, ქეთი თუთბერიძემ ბექა ვარდოსანიძეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ბრალდებით უჩივლა.

ტაბულა ვარდოსანიძის დაკავებასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალების გასარკვევად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

კომენტარები