საპროტესტო აქციები ყაზახეთში

საგანგებო ვითარება მთელ ყაზახეთში გამოცხადდა, დემონსტრანტებმა ალმათის აეროპორტი აიღეს

ყაზახი სამართალდამცველები

ყაზახეთში საგანგებო ვითარება მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დემონსტრანტებმა დაიკავეს ქალაქი ალმათის საერთაშორისო აეროპორტი. შეჩერებულია ფრენები ამ მიმართულებით. ასევე, რუსული მედიის ცნობით, დემონსტრანტები ცდილობენ დაიკავონ ალმათის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა.

ხანძარი იყო პრეზიდენტის რეზიდენციის მიდამოებშიც, სადაც, ცნობებით, გაისმა სროლის ხმაც. 

ქვეყნის მასშტაბით შეფერხებულია ინტერნეტის მუშაობა. საკაბელო ინტერნეტი მხოლოდ რამდენიმე რეგიონში ჩაირთო.


ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობა გადადგა. გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მიიღო.

თოყაევმა პრემიერმინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ყოფილი ვიცეპრემიერი და ფინანსთა მინისტრი, ალიხან სმაილოვი დანიშნა. მინისტრთა კაბინეტის ამჟამინდელი წევრები კი მოვალეობის შესრულებას ახალი მთავრობის დამტკიცებამდე გააგრძელებენ.

საპროტესტო აქციები მანგისთაუს ოლქში საწვავის ფასის გაძვირების გამო 2 იანვარს დაიწყო. პირველ იანვარს ერთი ლიტრი თხევადი გაზის ფასი 50-60 ტენგედან 120 ტენგემდე გაიზარდა. რეგიონში საწვავად ძირითადად თხევად გაზსს იყენებენ.

მოგვინებით აქციები გაიმართა ქვეყნის დიდ ქალაქებშიც, მათ შორის, აქთაუში, ალმათიში და დედაქალაქ ნურ-სულთანშიც. საწვავის ფასების დაწევის მოთხოვნას მალევე მთავრობის გადადგომის მოთხოვნა დაემატა. რამდენიმე ქალაქში აქციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

მთავრობა გადადგა, პრეზიდენტიყასიმ-ჟომართ თოყაევი კი დემონსტრანტებს ცვლილებებს დაჰპირდა, თუმცა ამისდა მიუხედავად საპროტესტო ტალღა არ შეწყვეტილა.

ქალაქ ალმათიში დემონსტრანტებმა დაიკავეს მერიის შენობა.

საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია მთელ ქვეყანაში.

ქვეყნის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი აცხადებს, რომ ის დედაქალაქის დატოვებას არ აპირებს. მისი განცხადებით, ის გაუძღვება ყაზახეთის უშიშროების საბჭოს. ეს პოზიცია სამუდამო ვადით ებარა ყაზახეთის პირველ პრეზიდენტსა და გავლენიან პოლიტიკურ ფიგურას, ნურსულთან ნაზარბაევს.

გავრცელებული კადრების მიხედვით, ზოგიერთ რეგიონში ყაზახეთის ეროვნული გვარდიის წევრები დემონსტრანტებს ბარდებიან, ზოგიც კი მათ მხარეს გადადის.

კომენტარები