კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 51 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 097 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 5.37%-ია

armradio.am

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 51 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 39 036 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 2 097 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 331 პაციენტი. 

დღიური დადებოთობა 5.37%-ია, ბოლო 7 დღის - 5.15%, ბოლო 14 დღის კი 5.57%. 

ინფიცირების 2 097 ახალი შემთხვევიდან თბილისში 887 დადასტურდა, აჭარაში - 222, იმერეთში - 309, ქვემო ქართლში - 114, შიდა ქართლში - 97, გურიაში - 92, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 140, კახეთში -135, მცხეთა-მთიანეთში -49, სამცხე-ჯავახეთში - 30, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 22. 

30 დეკემბრის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 932 641 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან 893 064 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 13 758 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში COVID-19-ის 25 793 აქტიური შემთხვევაა. 

1 211 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში 554 მკურნალობს, აჭარაში - 119, იმერეთში - 334. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე  287 პაციენტია,  მათგან თბილისში - 159, აჭარაში - 36, იმერეთში - 27.

ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

კომენტარები