პოლიტიკური კრიზისი

ზურაბიშვილი: არავინ არ იფიქროს, რომ 2 დღეში ან 2 თვეში დავდევთ ახალ მიშელის დოკუმენტს

არავინ არ იფიქროს, რომ 2 დღეში და 2 თვეში დავდებთ ახალ მიშელის დოკუმენტს. ეს არ არის ამის მიზანი. მიზანი არის, რომ გავიგოთ, რა იყო ჩვენი წარსული, რა იყო ამ წარსულში ისეთი რაღაცები, რაც უნდა გამოსწორდეს იმისთვის, რომ ის, რაც მოხდა, არასოდეს განმეორდეს. ეს რთულია, ეს არის პროცესი, რომელშიც მთლიანად საზოგადოება უნდა იყოს ჩასული, ეს არ არის პოლიტიკური პარტიების მიერ პროცესი.

ამბობს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. ზურაბიშვილი ზურაბიშვილი ამბობს, რომ "შერიგების პროცესის" ვალდებულება აიღო და, მისივე სიტყვებით, აპირებს, წამოიწყოს "ინკლუზიური პროცესი უახლესი ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად". პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიების წევრებს ხვდება. 

კომენტარები