პოლიტიკური კრიზისი

ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე გახარიას პარტიის წევრი გახდა

შოთა წურწუმია
რადიო ათინათი

ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯომარედ გახარიას პარტიის წევრი, შოთა წურწუმია აირჩიეს. 

კენჭისყრაში ნაციონალური მოძრაობის და პარტია საქართველოსთვის წევრები იღებდნენ მონაწილეობას. 15 დეპუტატიდან წურწუმიას მხარი 14-მა დაუჭირა. ერთი ხმა კი გაბათილდა. ქართულმა ოცნებამ ხმის მიცემაზე უარი თქვა. 

შოთა წურწუმია ამბობს, რომ ალიანსის შექმნას სხვა პარტიებთან არ აპირებენ. 

"მე მჯერა რომ შეთანხმებული ქმედითი ნაბიჯებით, პატივისცემით ყველაზე ჯანსაღი აზრისადმი, ჩვენ შევძლებთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ჩვენ სისტემურ ალიანსს და კოალიციას არც ერთ პარტიასთან არ ვქმნით. მოგეხსენებათ რომ ჩვენი პარტია რამდენიმე თვეა შეიქმნა და გაგვაჩნია ჩვენი პოლიტიკური გზა, იდეოლოგია, რომელსაც მთელი შემართებით ვემსახურებით. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, ქართულ ოცნებას, ლელოს - მათ თავიანთი პოლიტიკური ხედვა გააჩნიათ, რომელსაც ჩვენ ადამიანურ დონეზე ძალიან დიდ პატივს ვცემთ. აქედან გამომდინარე, არავის აქვს იმის მიზეზი, ან უფლება წამოგვაძახოს, რომ შერწყმაში ვართ ერთმანეთთან

ჩხოროწყუს ახლადარჩეულ საკრებულოში 27 დეპუტატია. ქართულ ოცნებას 12 მანდატი აქვს. ენმ-ს 7 წევრი ჰყავს, გახარიას პარტიას -7 და ლელოს ერთი. 

კომენტარები