ქართული კინო

მეოთხე ბრაიტონი საქართველოს კინოთეატრებში 23 დეკემბერს გამოვა

Georgia Today

ლევან კოღუაშვილის ახალი ნამუშევარი, მეოთხე ბრაიტონი საქართველოს კინოთეატრებში 23 დეკემბერს გამოვა.

მეოთხე ბრაიტონი საქართველოს სახელით ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე, ოსკარზე გაიგზავნა. ქართული ფილმი ლონგლისტში მოხვდა

მეოთხე ბრაიტონის მთავარი გმირი ყოფილი მოჭიდავე კახია, რომელიც ნიუ-იორკში შვილის მოსანახულებლად მიემგზავრება. ბრაიტონში ჩასვლისთანავე კახი ეცნობა ქართველი ემიგრანტების მძიმე და ერთფეროვან ყოფას. სურათში ასევე მონაწილეობენ გიორგი ტაბიძე, ნადეჟდა მიხალკოვა, ირაკლი კავსაძე. უკანასკნელი როლი შეასრულა კახი კავსაძემ, ფილმი დიდი მსახიობის ხსოვნას ეძღვნება.

სურათს კოტბუსისა და ტრაიბეკას კინოფესტივალის არაერთი ჯილდო აქვს მოპოვებული. თბილისის კინოფესტივალზე ლევან თედიაშვილს ჟიურის ჯილდო გადაეცა.

ლევან კოღუაშვილი თანამედროვე ქართული კინოს ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეჟისორია, გადაღებული აქვს სურათები ქუჩის დღეები, შემთხვევითი პაემნები, ქალები საქართველოდან.

კომენტარები