პრეზიდენტის ინიციატივა შერიგებაზე

ბოკერია: ეროვნული თანხმობა ფუნდამენტურ ღირებულებებზე თანხმობას ნიშნავს, ამას ვერ ვხედავ

ეროვნული თანხმობა ნიშნავს იმას, რომ ფუნდამენტურ ღირებულებებზე და თამაშის წევრებზე არსებობს თანხმობა, ამას სჭირდება ინსტიტუტების მუშაობა, სასამართლოსი მაგალითად, სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხი, ვისაც ძალაუფლება აქვს იმ მომენტში, იმას არ უნდა ჰქონდეს დეკლარირებული პოლიტიკური ამოცანა ოპონენტების განადგურების, მათ შორის ძალადობის გამოყენებით. მე მინიმალურ რაღაცებზე ვლაპარაკობ, მე არ ვლაპარაკობ ხედვაზე, ქვეყნის შიგნით რა ტიპის რეფორმები უნდა გატარდეს. ამას თავი რომ დავანებოთ, ჯერ მანდ სრულიად საპირისპირო მიმართულებით მივდივართ და ვინმე თუ ხედავს წინაპირობას, რომ სასამართლოზე კონტროლის დაკარგვის პერსპექტივას განიხილავს ივანიშვილი, მე ამას ვერ ვხედავ. ვინმე თუ ხედავს წინაპირობას, რომ არსებითად ყველა ოპონენტი აღარ იქნება დემონიზებული, მე ამას ვერ ვხედავ. ივანიშვილის ძალაუფლება ამას ეყრდნობა. 

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია, მთავარი არხის ეთერში. 

სალომე ზურაბიშვილი 10 დეკემბერს აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოვიდა და დადო პირობა, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს "უახლესი ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად" და წინ წასასვლელად. საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ "შერიგების პროცესის" ვალდებულება აიღო.

16 დეკემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნაძვის ხის გახსნის ცერემონიალზე ორბელიანების სასახლეში მიღებაზე მიიწვია ქართული ოცნებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები და მათ "ეროვნული თანხმობის პროცესზე" ესაუბრა. ოპოზიციის ნაწილი მიღებაზე არ მივიდა.

კომენტარები