პრეზიდენტის ინიციატივა შერიგებაზე

კობახიძე: მნიშვნელოვანია, დამნაშავეს დაერქვას დამნაშავე და დანაშაულს დაერქვას დანაშაული

მიზანი ამ შერიგების პროცესის არის საერთო ეროვნული თანხმობის მიღწევა, რაც არის საკმაოდ ამბიციური მიზანი და ბუნებრივია, რთული იქნება. მნიშვნელოვანია, წარსულის სწორად შეფასება. ადამიანს, რომელმაც 9 წლის მანძილზე და შემდეგაც ჩაიდინა უამრავი დანაშაული, უწოდებენ პოლიტიკურ დევნილს. მნიშვნელოვანია, ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი, მნიშვნელოვანია დამნაშავეს დაერქვას დამნაშავე და დანაშაულს დაერქვას დანაშაული. 

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. 

სალომე ზურაბიშვილი 10 დეკემბერს აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოვიდა და დადო პირობა, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს "უახლესი ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად" და წინ წასასვლელად. საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ "შერიგების პროცესის" ვალდებულება აიღო.

16 დეკემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნაძვის ხის გახსნის ცერემონიალზე ორბელიანების სასახლეში მიღებაზე მიიწვია ქართული ოცნებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები და მათ "ეროვნული თანხმობის პროცესზე" ესაუბრა. ოპოზიციის ნაწილი მიღებაზე არ მივიდა.

კომენტარები