ჩემს გუნდთან ერთად არსებულ შეზღუდვებს ხელახლა გადავხედე და ჯანმრთელობის დაცვასა და ეკონომიკურ ინტერესებს შორის სწორი ბალანსის დაცვით ეკონომიკის აღდგენას და სტიმულირებას შევუწყვეთ ხელი, რამაც ხელშესახები შედეგი მოგვცა. ეკონომიკა რამდენიმე თვეა, სწრაფი აღდგენის გზაზე დგას და ამ ნაბიჯების შედეგად ლარის კურსიც ეტაპობრივად გამყარდა. მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი იანვარსა და თებერვალში, მოგეხსენებათ, რომ მინუსებში იყო. მარტიდან კი ყოველთვიური ეკონომიკური ზრდა დადებით მაჩვენებელში გადავიდა და ბოლო 8 თვიდან 4 თვეში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. წლის ბოლოს, ჩვენი პროგნოზით, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება, რაც არამარტო რეგიონის, ევროპის მასშტაბითაც უპრეცედენტოა ირლანდიის შემდეგ.
ქართული ოცნება
პრემიერი: წლის ბოლოს ორნიშნა ზრდა გვექნება, ირლანდიის შემდეგ ევროპაში უპრეცედენტო ზრდაა
tbl.ge/5swr
დაკოპირდა

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წლის შეჯამებისას ისაუბრა.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




