პოლიტიკური კრიზისი

კობახიძე: მთავარი წინაპირობა სამართლიანობაა – თუ არ იქნება, ვერანაირი შერიგება ვერ მოხდება

მთავარი წინაპირობა არის სამართლიანობა. თუ არ იქნება სამართლიანობა, ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში ვერ მოხდება ვერავითარი შერიგება. აქ წარსული კი არ არის მთავარი, მთავარი არის მომავალი. როდესაც არ ფასდება წარსული, ეს პრობლემას უქმნის მომავალს. ეს შეიძლება შეფასდეს ნებისმიერ ფორმატში და, რა თქმა უნდა, ეს უნდა გაკეთდეს ინკლუზიური ფორმით - ყველა უნდა იყოს, სხვადასხვა სუბიექტი უნდა იყოს ჩართული ამაში. ჩვენ ხომ არ გვაქვს საუბარი რაღაც ზეპირ შეფასებაზე, საუბარი გვაქვს იმაზე, რომ კონკრეტული ფაქტები უნდა იყოს შესწავლილი, ფაქტებს სჭირდება სათანადო ფაქტობრივი შეფასება.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ორბელიანების სასახლის დატოვების შემდეგ. პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიღებაზე ქართული ოცნების და ოპოზიციის წარმომადგენლები მიიწვია და მათ "ეროვნული თანხმობის პროცესზე" ესაუბრა

კომენტარები