პოლიტიკური კრიზისი

კობახიძე: ჩვენი დამოკიდებულება ძალიან კონსტრუქციულია, ოპოზიციისგანაც ასეთივე უნდა იყოს

ჩვენი დამოკიდებულება არის ძალიან კონსტრუქციული. ჩვენ სუბიექტურადაც ვართ დაინტერესებული, რომ ვითარება ქვეყანაში იყოს უკეთესი და პოლიტიკურ სისტემაში იყოს უკეთესი მოცემულობა. ეს არის ობიექტური და სუბიექტური ინტერესი. ამისათვის ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, მათ შორის, თუ იქნება საჭირო კონსულტაციები სხვადასხვა თემასთან, კანონპროექტებთან დაკავშირებით. მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ბუნებრივია, აქაც ნებისმიერ დროს მზად ვართ შეხვედრისთვის, კონსულტაციებისთვის. ეს არის ჩვენი კონსტრუქციული დამოკიდებულება და ასეთივე დამოკიდებულება არის მნიშვნელოვანი ოპოზიციის მხრიდან. ოპოზიციის დამოკიდებულებაზე და ქმედებებზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. 

კომენტარები