კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: ალბათ, უახლოეს ერთ თვეში ომიკრონი საქართველოში ცირკულაციას დაიწყებს

რაც დედამიწაზეა, საქართველოშიც ადრე თუ გვიან იქნება. უახლოესი ერთი თვე ალბათ იქნება ის პერიოდი, როდესაც საქართველოში ეს ვირუსი ცირკულაციას დაიწყებს. მანამდე, ყოველდღიურად არის მეთვალყურეობა, როდის გამოჩნდება, ჯერ არ გამოჩენილა. იყო რამდენიმე საეჭვო შემთხვევა და ყველა გამოკვლეულია. ბოლოს და ბოლოს, რა თქმა უნდა, ომიკრონი ქვეყანაში გამოჩნდება. 

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ. ვარიანტი ომიკრონი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. სხვადასხვა ქვეყანამ მათ შორის საქართველომ სამხრეთ აფრიკისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, COVID-19-ის ახალი შტამი, ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია და სწრაფად ვრცელდება.

წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, ომიკრონი შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. 

კომენტარები