პოლიტიკური კრიზისი

თალაკვაძე: სანამ ენმ შეცდომებსა და დანაშაულს არ აღიარებს, შერიგებაზე საუბარი შეუძლებელია

სანამ ჩვენი მოწინააღმდეგე მხარე, რომელიც, ამ შემთხვევაში, ხალხისა და სახელმწიფოს წინააღმდეგად გამოდის, ეს არის ნაციონალური მოძრაობა, სამართლიანად არ აღიარებს იმ პოლიტიკურ შეცდომებსა და დანაშაულს, რისთვისაც მართლმსაჯულების წინაშე წარსდგა არაერთი მისი პოლიტიკური ლიდერი, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნება რაიმე შერიგებაზე საუბარი.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე. საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოვიდა. ზურაბიშვილი პოლარიზაციის გადაჭრის საკითხს შეეხო და დადო პირობა, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს "უახლესი ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად" და წინ წასასვლელად.

კომენტარები