ქართული ოცნება

კალაძე ოლსონზე: ვინ არის? თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა?

ვინ არის? ვისზე საუბრობთ? რა თანამდებობა აქვს? თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა? თანაშემწე და იმის მოადგილე კიდევ? არ ვიცოდი ეგეთი თანამდებობა თუ იყო.

ასე პასუხობს თბილისის მერი, კახა კალაძე ჟურნალისტის მიერ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეზე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ერიკა ოლსონზე დასმულ კითხვას. ოლსონის თქმით, აღელვებთ, რომ "მთავრობის ქმედებებმა ზოგ დემოკრატიულ პროცესს ძირი გამოუთხარა".

კომენტარები