პოლიტიკური კრიზისი

ოლსონი: გვაღელვებს, რომ მთავრობის ქმედებებმა ზოგ დემოკრატიულ პროცესს ძირი გამოუთხარა

ჩვენ კვლავ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას და როგორც ახლო პარტნიორს, გვსურს დავეხმაროთ ისეთი სასამართლო და საარჩევნო რეფორმის გატარებაში, რომელიც თავად გადაწყვიტეს, რომ ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაღელვებს, რომ მთავრობის ქმედებებმა ზოგ ამ დემოკრატიულ პროცესს ძირი გამოუთხარა.

თქვა საქართველოსთან დაკავშირებით აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ერიკა ოლსონმა Foreign Policy-ის ორგანიზებულ ონლაინ შეხვედრაზე. აქამდე, ოლსონი საქართველოში ნოემბერში იმყოფებოდა. ის მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.

კომენტარები