KHIDI

KHIDI: კლუბის დალუქვაზე პასუხისმგებელ პირებს ვაძლევთ გონივრულ ვადას, დროულად მოხსნან ლუქი

KHIDI

კლუბი KHIDI შრომის ინსპექციის მიერ კლუბის დაჯარიმებასა და დალუქვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

კლუბი KHIDI-ის წამრომადგენლები აცხადებნე, რომ ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, კლუბის ტერიტორიას ტოვებენ და დავას სართლებრივად ტოვებენ. 

"დღეს, შრომის უსაფრთხოების ინსპექციის წარმომადგენლებმა საპატრულო ეკიპაჟთან ერთად, წარმოგვიდგინა ჯარიმის ფურცელი და დალუქვის დადგენილება. აღსანიშვანია, რომ აქამდე პირველივე ჯერზე დაჯარიმებასთან ერთად დალუქვის პრეცედენტი არ დაფიქსირებულა.

ინფორმაციის მოწოდებისთანავე, კლუბის ტერიტორიაზე შევიკრიბეთ სფეროს წარმომადგენლები და კლუბის გულშემატკივრები. ამის პარალელურად, შრომის ინსპექციის წარმომადგენლელებმა მოგვცეს გონივრული ვადა კლუბის დასატოვებლად. სხვა შემთხვევაში კლუბს იძულებით დაგვატოვებინებდნენ.

ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ჩვენი გულშემატკივრებისა და მეგობრების მიმართ და ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით ვტოვებთ კლუბს, ხოლო დალუქვაზე პასუხისმგებელ პირებს ვაძლევთ გონივრულ ვადას, დროულად მოგვიხსნან ლუქი და კლუბების მუშაობის დაშვებასთან ერთად, ავტომატურად მოგვცენ მუშაობის განახლების საშუალება. სხვა შემთხვევაში ჩვენგან მიიღებენ მხოლოდ წინააღდმეგობას".- აღნიშულია განცხადებაში. 

21-თვიანი პაუზის შემდეგ, კლუბმა KHIDI-მა მუშაობას 3 დეკემბერს განაახლა. საკლუბო ღამეზე დასწრება მხოლოდ მწვანე სტატუსის მქონე პირებს შეეძლოთ.  

შრომის ინსპექციამ კლუბი 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა. 

 

კომენტარები