KHIDI

KHIDI აუდიო-ვიზუალური ღონისძიებების სერიას Watershed RASTERMEDIA-ს შოუქეისით ანახლებს

KHIDI

9 ნოემბერს, კლუბში KHIDI აუდიო-ვიზუალური ღონისძიებების სერია Watersher გაიმართება. ღონისძიება ეხმიანება იუნოსკოს მიერ თბილისისთვის - ახალი მედია ხელოვნების დედაქალაქის სტატუსის მინიჭებას.

აუდიო-ვიზუალური ღონისძიებების სერიის ახალ ეპიზოდშიკლუბის სცენას დაიკავებენ: Byetone (A/V live), Frank Bretschneider (A/V live) და ნატალი ბერიძე, László Bordos სპეციალური ვიზუალური გაფორმებით. 

Watershed 9 ნოემბერს უმასპინძლობს RASTERMEDIA-ს შოუქეისს - 1996 წელს დაარსებულ ექსპერიმენტალური ელექტრონული მუსიკის ლეიბლსა და ვიზუალური ხელოვნების პლატფორმას, რომელიც 50-მდე არტისტს აერთიანებს. RASTERMEDIA აუდიო-ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პლატფორმაა. 

Watershed-ის ლაივ კონცერტამდე ერთი საათით ადრე გაიმართება შეხვედრა და საუბარი RASTERMEDIA-ს დამფუძნებელ არტისტებთან: ოლაფ ფენდერი (BYETONE) და ფრენკ ბრეტშნაიდერი. შეხვედრის თემა იქნება: აუდიო-ვიზუალური ფროდაქშენი და საშემსრულებლო ხელოვნება.

ასევე, Watershed-ის ფარგლებში 8 ნოემბერს უნგრელი არტისტი, ლასლო ბორდოსი ჩაატარებს მასტერკლასს თემაზე: 3D mapping, რომელიც განკუთვნილია სფეროს პროფესიონალებისთვის. ლასლო ბორდოსი ჟანრის ერთ-ერთი პიონერია, რომელიც 2015 წლიდან ფოკუსირებულია თეატრისა და ოპერის სიმფონიური კონცერტებისა და ოპერებისთვის ვიზუალის შექმნაში.

Breton-მა შემოქმედებითი კარიერა დაიწყო აღმოსავლეთ გერმანიაში, სადაც სკოლის პერიოდში ჩაერთო სარეჟისურო ექსპერიმენტებში. ამ მისწრაფებამ გამოიწვია მისი ჩართულონა 1988 წელს წამოწტებულ ავანგარდულ ჯგუფში AG Geige, რამაც შემდგომში მჭიდროდ დააკავშირა მუსიკასთან. მან, Frank Bretschnider-თან ერტად 1996 წელს დაარსა ლეიბლი Rastermusic, რომელიც მოგვიანებით შეურთდა Cartsten Nicolai-ს ქველეიბლს Noton და ჩამოყალიბდა, როგორც Raster-Noton, რომელიც დღეს RASTERMEDIA-ს სახელით არის ცნობილი.

Frank Bretschnider - მუსიკოსი, კომპოზიტორი და ბერლინელი ვიდეო არტისტი, რომლის მუსიკალური შემოქმედება ცნობილია რთული და რიტმული სტრუქტურებით. Bretschnider-ის დახვეწილ და დეალურ მუსიკას ეხმიანება მისი სრულყოფილად თარგმნილი ვიზუალი მუსიკასთან შეთანხმებით.

Natalie Beridze - ცნობილი, როგორც ელექტრონული მუსიკის პირველი ქალი შემსრულებელი საქართველოდან, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით არაერთი სცენა დაიკავა. 2002 წლიდან 2008 წლამდე ცხოვრობდა ქალაქ კიოლნში, სადაც ქმნიდა მუსიკას სასცენო სახელწოდებით TBA. ნატალი ბერიძე მუშაობას აკუსტიკური ინტსტრუმენტების, ორკესტრისა და გუნდის კომპოზიციებზე და ასწავლის CES-ში. 9 ნოემბერს, უნგრელი არტისტი, ჟანრის ერთ-ერთი პიონერი László Bordos სწორედ ნატალი ბერიძის ლაივს გააფორმებს.

კომენტარები