KHIDI

KHIDI-ს დამფუძნებელი: ინსპექცია დღეს მისულა და პოსტ ფაქტუმ დამირეკეს, კლუბი დაგილუქეთო

KHIDI

KHIDI-ს თანადამფუძნებლის, თამუნა აქსანდერის ინფორმაციით, შრომის ინსპექციამ კლუბი დღეს, 5 დეკემბერს მომსწრეთა გარეშე დალუქა. აქსანდერი წერს, რომ მას კლუბის დალუქვის შემდეგ დაურეკეს.

"გუშინ ხალხის და ჟურნალისტების გამო შრომითი ინსპექცია წავიდა, დღეს მისულან და პოსტ ფაქტუმ დამირეკეს დაგილუქეთო, ყველანაირი მომსწრის გარეშე უკანონოდ დაგვილუქეს! შეკითხვაზე, რატომ არ დამირეკეს, მითხრეს, რომ მირეკავდნენ, შემიძლია დავდო სქრინი, 11:35-ზე დარეკეს, ზარი ვერ გავიგე, 11:39-ზე გადაურეკე და დალუქულიაო.

ვიღაცას ინტერესები აქვს ხიდი-ს განადგურების ან ხელში ჩაგდების. ვერ მოგართმევთ ნამდვილად!". – წერს აქსანდერი.

21-თვიანი პაუზის შემდეგ, კლუბმა KHIDI-მა მუშაობას 3 დეკემბერს განაახლა. საკლუბო ღამეზე დასწრება მხოლოდ მწვანე სტატუსის მქონე პირებს შეეძლოთ.  

შრომის ინსპექციამ კლუბი 10 000 ლარით დააჯარიმა. მათი განცხადებით, რეაგირებას ყველა არანებადრთულ ეკონომიკურ საქმიანობაზე მოახდენენ. ინსპექცია აღნიშნავს, რომ ღამის კლუბების ასოციაციასთან შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ უახლოეს პერიოდში სექტორი განაახლებს ფუნქციონირებას, რისთვისაც მწვანე პასპორტებთან ერთად შრომის ინსპექცია სხვა კომპეტენტური უწყებების ჩართულობით შეიმუშავებს უსაფრთხოდ ფუნქციონირების პროტოკოლს, რომელიც უზრუნველყოფს მსგავსი ტიპის ივენთებზე მომხმარებელთა მაქსიმალურ დაცვას.

კომენტარები