კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 40 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 950 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 7.25%-ია

VERGE

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 40 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო  24 საათში ჩატარდა 54 482 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 3 950 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 014 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7.25%-ია, ბოლო 14 დღის – 8.66% ხოლო 7 დღის – 8.33%.

ინფიცირების 3 950 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 657 შემთხვევა, აჭარა – 152, იმერეთი – 686, ქვემო ქართლი – 222, შიდა ქართლი – 343, გურია – 108, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 274, კახეთი – 208, მცხეთა-მთიანეთი – 126, სამცხე-ჯავახეთი – 134, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 40.

 ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 47 695-ია. 6 528 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 601 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 369 პირი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსი დაუდასტურდა 861 883 ადამიანს, მათგან გამოჯანმრთელდა 801 864 და გარდაიცვალა 12 298.

ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

კომენტარები