გერმანიის ელჩი საქართველოში

"რასაკვირველია, ინტერესთა კონფლიქტია" – კრამონი გერმანიის ელჩის ცოლზე

ყოველგვარ პოლიტიკურ აზრსაა მოკლებული, როდესაც ამდენად პოლარიზებულ ქვეყანაში, გერმანიის ელჩის მეუღლე ანაზღაურებად საქმიანობას ეწევა უნივერსიტეტში, რომელიც დაფინანსების 99%-ს მმართველი პარტიის უკან მდგომი ოლიგარქისგან იღებს.

რასაკვირველია, ინტერესთა კონფლიქტთან გვაქვს საქმე, მისი ქმრის პოლიტიკურ საქმიანობასთან მიმართებით. პირადად მე, ეს ძალიან პრობლემურად მიმაჩნია და მხოლოდ შემიძლია მოვუწოდო, შეწყვიტოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც სამთავრობო კონტრაქტებით მიღებულ შემოსავალს გულისხმობს.

ამბობს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში გერმანიის ელჩის ჰუბერტ კნირშის ცოლის ევა მარია კნირშთან დაკავშირებით გამოცემა Bild-თან საუბრისას. გერმანულმა გამოცემამ ჰუბერტ კნირშთან დაკავშირებით ვრცელი და კრიტიკული სტატია გამოაქვეყნა.

კომენტარები