გერმანიის ელჩი საქართველოში

კნირში: სტატია არ იმოქმედებს ჩვენს კარგ თანამშრომლობაზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან

საქართველოში გერმანიის ელჩი, ჰუბერტ კნირში ეხმაურება გერმანული გამოცემის Bild-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას.  სტატიაში ქართული ოცნების მიმართ ელჩის კეთილგანწყობასა და ბიძინა ივანიშვილთან მისი ცოლის კავშირებზეა საუბარი იმ ფონზე, როცა ელჩს დაძაბული ურთიერთობა აქვს საქართველოს სამოქალაქო სექტორთან. 

ელჩი წერს, რომ სტატია არ იმოქმედებს მის "კარგ თანამშრომლობაზე" ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. 

"ერთ-ერთმა გერმანულმა ონლაინ მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა სტატია ჩემს საქმიანობაზე საქართველოში და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ჩვენს ურთიერთობაზე, ასევე იმ საქმიანობაზე, რომელსაც ჩემი მეუღლე ეწევა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

ყველას თავისუფლად შეუძლია, შეიქმნას საკუთარი აზრი ჩემს საქმიანობაზე ან გამოთქვას ეს აზრი. სტატია არანაირად არ იმოქმედებს ჩვენს კარგ თანამშრომლობაზე საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას შეკრების თავისუფლებისთვის, საქართველოში პლურალისტური პოლიტიკური ცხოვრებისათვის და პოლიტიკურ ძალებს შორის დაძაბულობის განმუხტვისთვის.

რაც შეეხება ჩემს მეუღლეს ევა მარიას, მე ნამდვილად ვამაყობ მისი ინტენსიური და პროფესიონალური საქმიანობით, რომელიც მოიცავს ქართველი სტუდენტების განათლებას კომპიუტერულ მეცნიერებაში, ისევე, როგორც ვამაყობ მისი სამოქალაქო და საზოგადოებრივი აქტიურობით". – წერია განცხადებაში. 

BILD-ის მიერ გამოქვეყნებული ვრცელი სტატიაში მიმოხილულია გერმანიის ელჩის კონტრავერსიული გადაწყვეტილებები და განცხადებები, რომლითაც ის მუდმივად გამოხატავდა კეთილგანწყობას მმართველი პარტიის მიმართ, მაშინ, როდესაც ის ღიად უპირისპირდებოდა არასამთავრობო სექტორს. 

სტატიის თარგმანი სრულად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ

კომენტარები