COVID-19

გერმანიაში აუცრელი მოსახლეობისთვის შეზღუდვები წესდება

ანგელა მერკელი

გაზრდილი ინფიცირების შემთხვევების გამო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ აუცრელი მოსახლეობისთვის შეზღუდვების დაწესების ტალღა გრძელდება, ამჯერად სპეციალურ შეზღუდვებს გერმანია აწესებს.

კანცლერ ანგელა მერკელის თქმით, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც ჯერაც არ აქვს მიღებული COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, შეეზღუდება რესტორნებით, მუზეუმებით, თეატრებით, სპორტული და გასართობი ცენტრებით სარგებლობის უფლება. 

"მეტი ადამიანი რომ აცრილიყო, ახალი შეზღუდვების დაწესება არ იქნებოდა აუცილებელი". – ამბობს მერკელი. 

ამჟამინდელი მონაცემებით, გერმანიის მოსახლეობის 67.7%, ანუ 56.4 მილიონი მოქალაქეა აცრილი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ინფიცირების 64 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც გერმანიისთვის რეკორდულად მაღალი ნიშნულია. 

აღსანიშნავია, რომ არავაქცინირებულთათვის შეზღუდვები წესდება ავსტრიასა და სლოვენიაშიც

"ცხადია, რომ ვაქცინირებულთათვის შეზღუდვები არ უნდა დაწესდეს. მოსახლეობის ორი მესამედი აუცრელთა გამო არ უნდა დაიტანჯოს". – ამბობს კანცლერი ალექსანდრ შალენბერგი.

კომენტარები