COVID-19

პრაისი: ჩინეთში კოვიდინფიცირებულთა ზრდა მსოფლიოსთვის შემაშფოთებელია

ნედ პრაისი
Photo by Patrick Semansky / POOL / AFP

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განმარტებით, ჩინეთის ეკონომიკის სიდიდის გათვალისწინებით, COVID-19-ით ინფიცირებულთა მზარდი რიცხვი ჩინეთში შემაშფოთებელია მსოფლიოსთვის. მისი თქმით, აშშ იმედოვნებს, რომ გაუმკლავდება ამჟამინდელ კოვიდტალღას.

"ვირუსის რიცხვი შემაშფოთებელია დანარჩენი მსოფლიოსთვის, ჩინეთის მშპ-ს ზომის, ეკონომიკის სიდიდის გათვალისწინებით". - თქვა პრაისმა სახელმწიფო დეპარტამენტში ყოველდღიურ ბრიფინგზე.

მან, ასევე აღნიშნა, რომ კოვიდის გავრცელებისას ვირუსს აქვს მუტაციის პოტენციალი, შესაბამისად, საფრთხეს წარმოადგენს ყველასთვის. 

ბოლო კვირების განმავლობაში პირველად, ჩინეთმა კორონავირუსით გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. მას შემდეგ, რაც ჩინეთში კოვიდშეზღუდვები შეამსუბუქეს, ინფიცირებულთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. ქვეყანაში არსებობს ეჭვი, რომ ოფიციალური რიცხვი დაავადებულების სრულ რაოდენობას არ ასახავს.

ჩინეთის ინფორმაციით, პანდემიისას მხოლოდ 5 237 COVID-თან დაკავშირებული სიკვდილი დაფიქსირდა - მონაცემში გათვალისწინებულია 19 დეკემბერს დაღუპული 2 პირიც, რაც 1.4 მილიარდი მოსახლეობის მცირე ნაწილია და არ შეესაბამება სხვა ქვეყნებში პანდემიისას დაღუპულთა პროცენტულ წილს. 

კომენტარები