მიხეილ სააკაშვილის დაკავება

სააკაშვილი: მოუთმენლად ველი ბევრი ადამიანის ხმას რუსთავში, ეს ერთადერთია, რაც მაცოცხლებს

მეგობრებო, მინდა იცოდეთ, რომ ვინაიდან ვარ პატიმრობაში და ვერ ვიღებ მონაწილეობას აქციების ოპერატიულ მართვასა და დაგეგმვაში, მთლიანად ვენდობი მრავალპარტიულ და უბრალოდ აქტიური ადამიანებისგან შედგენილ გუნდს.

ერთადერთი მსურს ემიგრანტებს მოვუწოდო აქტიურად იყვნენ ჩართულნი თბილისში დაგეგმილ დიდ ღონისძიებაში. დღეს კი მოუთმენლად ველი ბევრი ადამიანის ხმის გაგონებას რუსთავში. ეს ერთადერთია, რაც მაცოცხლებს და ენერგიას მიხანგრძლივებს.

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგი მიმართვა მის FACEBOOK-ზე ვრცელდება. 

6 ნოემბერს ოპოზიციის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები რუსთავში საპროტესტო აქციას გამართავენ. ოპოზიციას 6 ნოემბერს აქციის გამართვა თბილისში ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა მელია ამბობს, რომ მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან შეკრების გადაწყვეტილება ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიიღეს. 

კომენტარები