მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა

მელია: 6 ნოემბერს, 17:00 საათზე რუსთავის ციხესთან შევიკრიბებით და ვრჩებით იქ

ხვალ ჩვენ ძალიან ბევრნი უნდა შევიკრიბოთ რუსთავის ციხესთან 17:00 საათზე და ეს აქცია იქნება პერმანენტული და მზარდი, მაგრამ ხვალიდან ვიწყებთ დარჩენით და იქნება მზარდი. დრო და დრო ჩვენ შემოგვიერთდება ყველა ჩვენი პატრიოტი თანამოქალაქე ყველა ქალაქიდან, რეგიონიდან და სოფლიდან და იქ ვიქნებით მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში. ამიტომ, ხვალ, 17:00 საათზე რუსთავის ციხესთან ვიწყებთ აქციებს, რომელსაც შემოუერთდება მთელი საქართველო უახლოეს პერიოდში, დამატებითი გეგმის კომპონენტებთან დაკავშირებით დამატებით ვისაუბრებთ, რადგან წინასწარ არ გვაქვს სურვილი, ბიძინა ივანიშვილის დამნაშავის ხელისუფლებას ცხოვრება გავუადვილოთ, მაგრამ ხვალ, 17:00 საათზე ვიკრიბებით რუსთავში და არ ვიშლებით. პარალელურად შემოგვიერთდება მთელი საქართველო და არ ვიშლებით, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ მულტიფუნქციურ საავადმყოფოში. 

ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ბრიფინგზე ისაუბრა. თავდაპირველად 6 ნოემბრის აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზე იყო დაგეგმილი. 

კომენტარები