აშშ-ჩინეთი

პენტაგონი: ჩინეთის ბირთვული არსენალი იმაზე სწრაფად იზრდება, ვიდრე ამას მოველოდით

პენტაგონის ინფორმაციით, ჩინეთის ბირთვული არსენალი იმაზე სწრაფი ტემპით იზრდება, ვიდრე ამას ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ. 

ექსპერტების შეფასებით, ჩინეთის მარაგში 200-მდე ბირთვული ქობინი იყო და 2030 წლამდე ეს მაჩვენებელი, შესაძლოა, 400-მდე გაზრდილიყო, თუმცა პენტაგონის ახალი მონაცემები საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ მომდევნო ათწლეულში ჩინეთის ბირთვული არსენალი 1 000 ქობინს გადააჭარბებს. 

კონგრესისთვის წარდგენილი ანგარიშის თანახმად, ჩინეთის შეიარაღება აქტიური მოდერნიზაციის ფაზაშია და კომუნისტური მთავრობა დიდი რაოდენობით თანხებს გამოყოფს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ბირთვული პლატფორმების გასავითარებლად.  

გარდა ამისა, ანგარიშიდან ირკვევა, რომ ჩინეთი კონტინენტთაშორისი რაკეტების მარაგებს გაფართოებაზე და ახალი სამხედრო ბაზების შექმნაზე მუშაობს. განსაკუთრებით მაღალი სამხედრო აქტივობა კი სამხრეთ ჩინეთის ზღვის რეგიონში შეიმჩნევა, სადაც ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ყველაზე მაღალი რისკია აშშ-ჩინეთის პოტენციური დაპირისპირების. 

შედარებისთვის, აშშ-ს ბირთვული შესაძლებლობები მნიშვნელოვნად აღემატება ჩინეთის ამჟამინდელ მონაცემებს. გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის არსენალში 6 000-მდე ბირთვული ქობინია. 
 

კომენტარები