მიხეილ სააკაშვილის დაკავება

მელია: ზურაბიშვილი მომლოდინე რეჟიმშია, როდის მოკვდება ქვეყნის მესამე პრეზიდენტი

ტრაგედიას ვადევნებდით თვალყურს გუშინ, როდესაც, ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი დასცინის ქვეყნის მოშიმშილე, მომაკვდავ მესამე პრეზიდენტს - თავი დავანებოთ სახელებსა და გვარებს, აბუჩად იგდებს და ისტორიულ უსამართლობას, რომ ბოლო მოუღოს, ამას კი არ ცდილობს, უბრალოდ დავინახეთ ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი მომლოდინე რეჟიმშია, როდის მოკვდება ქვეყნის მესამე პრეზიდენტი. ეს არის ისტორიული უსამართლობა რომელსაც წინ უნდა აღვუდგეთ ჩვენ. დამნაშავეები ვიქნებით.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია ქუთაისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.  ზურაბიშვილმა 3 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს არასდროს შეიწყალებს. 

კომენტარები