მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ზურაბიშვილი: ჩემი პოზიცია სააკაშვილის შეწყალებაზე უცვლელია – არა და არასოდეს

ჩემი პოზიცია, სააკაშვილის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია - არა და არასოდეს. ყოფილი პრეზიდენტი არც პოლიტიკური პატიმრობის და არც უდანაშაულო მსხვერპლის არცერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს, ის არის ნებაყოფლობით და არალეგალური გზით ქვეყანაში შემოღწეული მსჯავრდებული, რომლის შემოსვლაც მიზნად ისახავდა დესტაბილიზაციას.

ამის მიუხედავად, გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი და პოლიტკური ინტერესიდან, ის უნდა იყოს მიჩნეული განსაკუტრებულ პატიმრად, ეს მოითხოვს პენინტენციალური ადმინისტრაციისგან და ხელისუფლებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას, ყველა ზომის მიღებას, რათა ჯანმრთელობის გაუარესება არ იყოს გამოყენებული პოლიტიკური სპეკულაციის ან დესტაბილიზაციის მიზნით. ეს საჭიროებს მაქსიმალურ გამჭვირვალობას და დროულ რეაგირებას ნებისმიერი დამძიმების ნიშნებისთანავე.

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.

კომენტარები