რუსეთი

რუსეთში, ხაბაროვსკში აცრილებს შორის 3 ტონა ნახშირს და მიკროტალღურ ღუმელს გაათამაშებენ

რუსეთში, ხაბაროვსკის მხარის ლაზოს მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე აცრილებს შორის გათამაშებას ჩაატარებენ.

პრიზებს შორისაა სამი ტონა ნახშირი, სტომატოლოგის და პარიკმახერის უფასო მომსახურება, სავარჯიშო დარბაზის აბონემენტი, მიკროტალღური ღუმელი, სამედიცინო ცნობის მიღება, როგორიც მაგალითად იარაღის შეძენის უფლების მოსაპოვებლად არის საჭირო.

გათამაშებასა და მის პირობებზე ლაზოს რაიონის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ილია არონიამ ისაუბრა. ექიმის თქმით, ლატარია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით ტარდება.

გათამაშებაში მონაწილეობა შეეძლება ყველას, ვინც ლაზოს რაიონში 1 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით აიცრება. მთლიანობაში შეირჩევა 6 გამარჯვებული, რომლებიც ერთ-ერთ პრიზს მიიღებენ.

ლაზოს რაიონში დაახლოებით 39 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ამ დროისთვის რაიონში ზრდასრული მოსახლეობის 37%-ია აცრილი.

ვაქცინაციის წამახალისებელი გათამაშებები რუსეთის სხვადასხვა რეგიონში ტარდება. მოსკოვში აცრილებს შორის 10 ბინის გათამაშება იგეგმება.

კომენტარები