მიხეილ სააკაშვილის დაკავება

სააკაშვილის ექიმი: პრეზიდენტი უჩივის გულის ფრიალს, უფრო მეტად სუსტია, ვიდრე იყო ადრე

კადრი ვიდეოდან / რადიო თავისუფლება

საქართველოს ექსპრეზიდენტის ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი კიდევ უფრო დასუსტებულია და ტესტების პასუხიც გაუარესდა. 

მისივე თქმით, სააკაშვილმა წონის 10% დაკარგა, რაც მისთვის ძალიან საშიშია. ექიმი ამბობს, რომ სიტუაცია არასტაბილურია. 

"დღეს მივიღეთ ტესტები პასუხები და კონსილიუმთან გავიარეთ ყველა პარამეტრები. წინა კონსილიუმთან შედარებით, რომელიც იყო დაახლოებით ერთი კვირის წინ, რეზულტატები უარესია. პრეზიდენტი უჩივის გულის ფრიალს, უფრო მეტად სუსტია ვიდრე იყო ადრე და ა.შ. საგანგაშო მდგომარეობა შეიძლება ყოველ წუთას მოვიდეს".- ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 35-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს და შეწყვეტაზე უარს ამბობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.   

კომენტარები