არჩევნები 2021

წულუკიანი: პარლამენტში თუ შეპორწიალდნენ, ახლა გაპორწიალდებიან, ცანცარა დამოკიდებულებაა

არის ასეთი ვერშემდგარი კულტურის მუშაკი, თაკო ჩარკვიანი, რომელმაც დღეს თქვა, რა გვინდოდა ამ პარლამენტში, შევპორწიალდითო. ჰოდა, თუ შეპორწიალდნენ, ახლა გაპორწიალდებიან, რა შეიძლება, ამ არასეიროზულობას უპასუხო? ეს არის არა პოლიტიკური სპექტრი, რომელიც ამას აკეთებს, არამედ რაღაც ცანცარა დამოკიდებულება, ზედაპირული დამოკიდებულება პოლიტიკისადმი, სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი.

ამბობს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი. 1-ელ ნოემბერს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციის წევრებს მოუწოდა, პარლამენტი დაეტოვებინათ. სააკაშვილის მოწოდების შემდეგ საკანონმდებლო ორგანო დატოვეს ნონა მამულაშვილმა, ანა წითლიძემ, ლევან ვარშალომიძემ. ასევე, პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს ზურაბ ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ. თუმცა, დღეს, 3 ნოემბერს სააკაშვილმა თქვა, რომ "ჩემთან შემოსასვლელად და საკონსტიტუციო კენჭისყრისთვის აუცილებლია მანდატი".

კომენტარები