არჩევნები 2021

ბათუმში ოპოზიციის საპროტესტო აქცია იმართება

ტაბულა

ბათუმში ოპოზიციის საპროტესტო აქცია იმართება. ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებსა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას აპროტესტებენ. აქციაზე იმყოფება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელიაც.

30 ოქტომბერს საქართველოს 20 ქალაქსა და თვითმმართველ თემში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, 20-დან 19 ქალაქში მერის არჩევნები ქართულმა ოცნებამ მოიგო. ერთადერთი თვითმმართველი თემი, რომელშიც ოპოზიციის მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა, წალენჯიხაა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბებულია. 6 ნოემბერს თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართება.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები