კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 42 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 382 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 9.34%-ია

Covid 19-ით კიდევ 42 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 36 193 ტესტი და დადასტურდა 3 382 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 5 389  პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია - 9.34%, ბოლო 7 დღის - 8.68%, ბოლო 14 დღის - 8.91%

ინფიცირების 3 382 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 287, აჭარაში - 141, იმერეთში - 664, ქვემო ქართლში -292, შიდა ქართლში - 219, გურიაში - 65, სამეგრელო - ზემო სვანეთში -197, კახეთში - 352, მცხეთა-მთიანეთში - 76, სამცხე-ჯავახეთში -69, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში - 20

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 48 658, საიდანაც 6 468 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში,  1 093 - კოვიდ-სასტუმროში, ხოლო 41 097 ბინაზე.

მძიმე პაციენტია 1 594 პირი, მათგან 336 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 719 247 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 660 518 პაციენტი და გარდაიცვალა –  10 045.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00-მდე აქვთ.

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები