არჩევნები 2021

EPP: მოვუწოდებთ მთავრობას, შექმენით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარანტია

ევროკავშირის ერთ-ერთი უდიდესი პარტია, ევროპის სახალხო პარტია (EPP) ქართულ ოცნებას შაბათს, 30 ოქტომბერს არჩევნების სამართლიანად და თავისუფლად ჩატარებისკენ მოუწოდებს.

"ამ შაბათს, საქართველოში ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის ჩატარების პარალელურად, გვაღელვებს, რომ მმართველი პარტია, ქართული ოცნება ვერ ასრულებს მთავარი სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეკომენდაციებს, აგრძელებს პოლარიზაციის გაღრმავებას, ძალადობასა და სიძულვილის ენის წახალისებას. 

ჩვენ ასევე შეშფოთებული ვართ რეპრესიების კიდევ ერთი ტალღით,  ყოფილი სამართალდამცავებისა და ოპოზიციის მხარდამჭერების წინააღმდეგ. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სავალალაო გაუარესებასა და მისი სიცოცხლისთვის შექმნილ საფრთხეს ასევე აქვს გავლენა პოლარიზაციასა და დაძაბულობაზე.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შექმნან თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარანტია და შეწყვიტონ პოლიტიკური ოპონენტების შევიწროება. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატების მიერ წარდგენილ ჩრდილოვან კაბინეტს, ინიციატივას, რომელიც მეორე ტურის წინ, თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში აერთიანებს 6 ოპოზიციურ პარტიას. ეს არის ოპოზიციურ პარტიებში ნაყოფიერი კოოპერაციის დადებითი ნიშანი და შესაძლოა გამოდგეს, როგორც ეროვნული კოალიციური მთავრობის ეფექტური მოდელი" – წერს EPP საკუთარ Facebook გვერდზე.

კომენტარები